среда, 27 марта 2024 г.

სენაკის ბუნებრივი და ისტორიული ძეგლები


ისტორიული ძეგლები ძველი სენაკის ტერიტორიაზეა, რომელიც ერთ-ერთი უძველესი სოფელია საქართველოში. განსაკუთრებით საინტერესოა კარსტული მღვიმე-დარბაზი უნაგირას მთის ქვეშ, IV-XVI საუკუნეების შხეფის ციხე, XIX საუკუნის თეკლათის დედათა მონასტერი;

ეგრისობა

თუ სენაკში ნოემბრის პირველ რიცხვებში ჩახვალ, არ გამოტოვო ფესტივალი „ეგრისობა“, რომელიც ქალაქიდან 17 კილომეტრში, ნოქალაქევის  მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე იმართება.

აქ IV-VIII საუკუნეების ეგრისის სამეფოში „იმოგზაურებ“, თეატრალიზებული წარმოდგენებით გაეცნობი ისტორიას, გასინჯავ მეგრულ კერძებს, მოუსმენ მეგრულ სიმღერებს და ნახავ ცხენოსანთა შეჯიბრებას ეროვნულ სახეობებში – ისინდში, ცხენბურთსა და მარულაში, რომლებიც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია.

წყარო: georgia.travel

სენაკს გაუმარჯოს!
სენაკელებს სალამი!

Комментариев нет:

Отправить комментарий