ლენტეხის მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთაზე მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია დაბა ლენტეხი. მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთიდან რუსეთის ფედერაცია (ყაბარდო-ბალყარეთი), სამხრეთიდან ლეჩხუმი, აღმოსავლეთიდან რაჭა, ხოლო დასავლეთიდან სამეგრელო და ზემოსვანეთი ესაზღვრება. იგი სამხრეთ-აღმოსავლეთით და სამხრეთით ლეჩხუმის ქედით, დასავლეთით კოდორის, ხოლო ჩრდილოეთით – კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედით არის შემოსაზღვრული.
ლენტეხის ტერიტორია მაღალმთიანია, ჭარბობს საშუალო და მაღალმთიანი რელიეფი. რაიონში მიედინება მდინარე ცხენისწყალი და მისი შენკადები: ხელედულა, ლასკადურა, ზესხო, ლეუშერი, ხოფური და სხვა.
ლენტეხი უქარო, ზომიერად ნესტიანი ჰავითა და სუსტი ყინვებით ხასიათდება. იანვრის საშუალო ტემპერატურაა – 1,8°C, ივლისისა კი – 20,1°C.
წყარო: georgiantravelguide.com
ლენტეხს გაუმარჯოს!
ლენტეხელებს სალამი!
Комментариев нет:
Отправить комментарий