✱ ბიზნეს გეგმის საფუძველზე მიწის სტატუსის შეცვლა
✱ საინვესტიციო ბიზნეს-გეგმის საფუძველზე მიწის სტატუსის შეცვლა
✱ საინვესტიციო გეგმის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება
* ბიზნეს-გეგმა და მიწის სტატუსი
- „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საინვესტიციო გეგმაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.
- საქართველოს მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მისაღებად დაინტერესებული პირი:
ა) კერძო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის თაობაზე საინვესტიციო გეგმას წარუდგენს სააგენტოს;
ბ) საქართველოს სახელმწიფოს, საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის ან საქართველოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის თაობაზე საინვესტიციო გეგმას წარუდგენს პრივატიზების უფლებამოსილების მქონე შესაბამის ორგანოს.
სააგენტო საინვესტიციო გეგმას თანდართულ მასალებთან ერთად, შესაბამის მუნიციპალიტეტში ინფორმაციის წინასწარი მოკვლევის შემდეგ წარუდგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს საქართველოს მთავრობის სხდომაზე განხილვის მიზნით. საინვესტიციო გეგმა, მისი შინაარსის გათვალისწინებით, შეიძლება შეთანხმების მიზნით გადაეგზავნოს შესაბამის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის განმახორციელებელ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებას.
საქართველოს სახელმწიფოს, საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის ან საქართველოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების თაობაზე საინვესტიციო გეგმას საქართველოს მთავრობის სხდომაზე განხილვის მიზნით წარადგენს საქართველოს მთავრობის სხდომაზე ინიციირების უფლებამოსილების მქონე შესაბამისი უწყება.
საქართველოს სასაზღვრო ზონაში ან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ზონაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის თაობაზე საინვესტიციო გეგმის განხილვისას გადაწყვეტილება მიიღება ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის გათვალისწინებით.
საინვესტიციო გეგმის განხილვისას და გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინება „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ განსაზღვრული პირობები.
საინვესტიციო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ინვესტიციის სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებას, უნდა მოიცავდეს სოფლის მეურნეობაში ღირებულებათა ჯაჭვის განვითარებას და შეიცავდეს ვალდებულებას, რომ დასაქმებულ პირთა არანაკლებ 4/5-ს საქართველოს მოქალაქეები შეადგენდნენ.
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დადებითი გადაწყვეტილება საინვესტიციო გეგმასთან ერთად წარდგენილი იქნება საკუთრების უფლების რეგისტრაციისას.
კანონი იხილეთ: https://matsne.gov.ge/ka/document/view/4596113?publication=0
მიწის სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებით იხილეთ პოსტები:
1. https://sites.google.com/site/biznesgegma/მიწის-სტატუსის-შეცვლა/
2. https://biznes-gegma.medgeo.net/2023/11/27/მიწის-სტატუსის-შეცვლა/
#ბიზნესგეგმებიმიწისსტატუსისშესაცვლელად #მიწისსტატუსისშეცვლა #მიწისსტატუსი #სასოფლოსამეურნეოდანიშნულებისმიწა #საინვესტიციოგეგმა #ინვესტიციასოფლისმეურნეობაში
Комментариев нет:
Отправить комментарий