რითაა სასარგებლო ტორფის ხავსი (სფაგნუმი)?
სფაგნუმი (ლათ. Sphagnum) ფართოდ გავრცელებული ჭაობის ხავსია, რომლის მკვდარი ნაწილები გარდაიქმნება უმაღლესი ხარისხის ტორფად. სფაგნუმის თვისებები თითქმის უნიკალურია: იგი იკავებს დიდი რაოდენობით, საკუთარ წონაზე ოცჯერ მეტ სითხეს. ოფიციალურმა მედიცინამ მისი ანტიბაქტერიული მოქმედება აღიარა. ამასთან, სწორად მომზადებული სფაგნუმი დიდხანს ინახება და არ კარგავს თავის ძვირფას თვისებებს.
როგორ გამოვიყენოთ სფაგნუმი
ბაღში, ნაკვეთსა და მეყვავილეობაში ეს პროდუქტი შეუცვლელია. მას იყენებენ:
- მცენარეების დასარგავად და კალმების დაფესვიანებისთვის.
სფაგნუმთან შერეულ ნიადაგს ოპტიმალური ჰაერგამტარობა ახასიათებს, ხოლო სფაგნუმში არსებული ანტიბაქტერიული ნაერთები ხელს უშლის ფესვების ლპობას. - დასარგავი მასალისა და მოსავლის შესანახავად.
სფაგნუმის ფენებში ჩალაგებული ბოლქვები, თავები და ნაყოფი დაცულია ობისა და ლპობისგან, ხოლო ხავსის ფხვიერი სტრუქტურა კარგ ვენტილაციას უზრუნველყოფს. - ოთახის მცენარეების დრენაჟისთვის.
სფაგნუმის გამოყენება შეიძლება კერამზიტთან ერთადაც და ცალკეც. იგი განსაკუთრებით მოსახერხებელია პატარა ქოთნებისთვის, რადგან, კერამზიტთან შედარებით, გაცილებით ნაკლებ ადგილს იკავებს. - ნიადაგზე მოსაყრელად, ბოლქვების ლპობისგან დაცვის მიზნით.
სფაგნუმი ინარჩუნებს ნიადაგის ტენიანობას და იცავს ობისგან. - მცენარის შენახვისა და გადატანის მიზნით.
მაგალითად, ვარდის ნერგებს, რომლებსაც ფესვთა სისტემა ღია აქვთ, ხავსში გახვეული, მაცივარში ინახება: იგი იცავს მცენარეს გამოშრობისგან. მცენარის ფოსტით გადაგზავნის დროს, სფაგნუმი ამავე მიზნით გამოიყენება. - სუბსტრატის დანამატად, ოთახის მცენარეებისთვის.
ნიადაგი, რომელიც ხავსითაა გამდიდრებული, ხდება ფხვიერი და ჰაერგამტარი. სფაგნუმის დამატება ნიადაგში მსუბუქი ჟანგვის რეაქციას შეიტანს, რომელიც აუცილებელია ოთახის მცენარეებისთვის. ეპიფიტების გაზრდისას, სფაგნუმი ძირითადი სუბსტრატის ფუნქციას შეასრულებს.
წყარო: https://paparazzi.ge/article/15412
Комментариев нет:
Отправить комментарий